განცხადებების განთავსების წესები.
უფასო განცხადება
-
ისარგებლეთ უფასო განცხადების ბლანკით, რომელიც დაბეჭდილია გაზეთში “არჩევანი“.
-
დარეკეთ: 754–755; 754–756; 754–758
ფასიანი განცხადება:
-
“პლანეტა ფორტეს“ ჯიხურებში შეიძინეთ ფასიანი განცხადების ბლანკი 1 ლარად.
-
დარეკეთ: 754–754 ზარის ღირებულება 1წთ–50თ
-
მაგთიდან: 899 44 24 01; 899 44 24 02
-
ჯეოსელიდან: 70 88
განცხადებები გამოქვეყნდება გაზეთის სამ ნომერში.
ფასიანი განცხადება ჩაისმება ჩარჩოში.
განცხადება „ავტოტრანსპორტის“ და „უძრავი ქონების“ შესახებ, შეავსეთ სპეციალურ ბლანკზე, სადაც გათვალისწინებულია მაქსიმალური ინფორმაცია გასაყიდ ობიექტზე.
შევსებული ინფორმაცია ჩააბარეთ:
-
"პლანეტა ფორტე”-ს ქსელის საგაზეთო ჯიხურებში და მაღაზიებში
-
მიმღებ პუნქტში: მისამართი: ორთაჭალა, დიდი ხეივნის ქუჩა N3, 5 სართული (ყოფილი ტელევიზორების ქარხანა), მუშაობის საათები – 10:00 -18:00
-
დიღმის ავტობაზრობაზე(ცენტრალურ შესასვლელთან)
-
უძრავი ქონების ბირჟაზე (მშრალი ხიდი, “დედაენის” ძეგლთან, სამუშაო საათებში)
განცხადების გამოქვეყნების ერთიანი პირობები:
1. ერთ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია მხოლოდ ერთ საგანზე;
2. რედაქცია აქვეყნებს განცხადებებს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
2.1 ყველა განცხადება კლასიფიცირდება დარგის მიხედვით;
2.2 აუცილებლობის შემთხვევაში განცხადებაში შეტანილი იქნება სტილისტური შესწორებები;
2.3 განცხადება გამოქვეყნდება გაზეთის სამ ნომერში
2.4 განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საკონტაქტო ტელეფონის ნომრები;
2.5 განცხადება გაცნობის შესახებ იბეჭდება ტელეფონის ნომრის გარეშე;
2.6 კერძო პირებისაგან არ მიიღება შემდეგი შინაარსის განცხადებები: უცხოური ვალუტის, ყველა სახის იარაღის, აქტიური დაცვის საშუალებების, სამკურნალო პრეპარატების, შხამის, ნარკოტიკული და მომწამლავი ნივთიერებების, ეგზოტიკური მცენარეების და ცხოველების ყიდვა-გაყიდვის თაობაზე.
2.7 არ მიიღება განცხადებები სახელმწიფო ჯილდოების ყიდვა-გაყიდვის თაობაზე,პერსონალური საბუთებისა და ამ საბუთების ბლანკების შესახებ.
3. მკითხველებს, რომლებიც ისარგებლებენ გამოქვეყნებული ინფორმაციით ვაფრთხილებთ!
3.1 პასუხისმგებლობა ინფორმაციის შინაარსზე ეკისრებათ განცხადებების მომწოდებლს;
3.2 ზოგიერთი განცხადების მომწოდებელმა შეიძლება გამოავლინოს არაკეთილსინდისიერება თქვენს მიმართ, გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და წინდახედულობა, ჩვენ გირჩევთ: თუ თქვენ მიმართეთ განმცხადებელს, რომლის მომსახურეობა ექვემდებარება ლიცენზირებას, მოსთხოვეთ მას შესაბამისი საბუთი.
4. წინასწარ გიხდით ბოდიშს შემთხვევით დაშვებულ გრამატიკულ შეცდომებზე, ჩვენ მივისწრაფით უმოკლეს დროში მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია, რის გამოც შეუძლებელია ერთიანი კორექტირების ჩატარება.
5. მასალების გადაბეჭდვა ინტერნეტ–გვერდიდან „www.gai.ge“ და გაზეთდან „არჩევანი“ აკრძალულია.